ლეო მესი მეოთხედ დააჯილდოეს “ოქროს ბუცით”. ამჯერად არგენტინელმა ჯილდო გასულ სეზონში, “ბარსელონას” შემადგენლობაში გატანილი 37 გოლის გამო მიიღო. ამრიგად, მესი “ოქროს ბუცების” რაოდენობით დაეწია კრიშტიანუ რონალდუს და რეკორდის თანამფლობელი გახდა. დაჯილდოების ცერემონიალს თანაგუნდელთაგან ესწრებოდნენ ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი და ლუის სუარესი. დარბაზში იყვნენ ვარსკვლავის მეუღლე ანტონელა რაკუცო, მათი უფროსი ვაჟი ტიაგო, ლეოს მამა, ხორხე და შუათანა ძმა როდრიგო. ცხადია, იყვნენ კლუბის წარმომადგენლებიც, პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბარტომეუს თავკაცობით.
გაზეთი “ელ მუნდო დეპორტივო” მესის სხვა რეკორდებსაც შეგვახსენებს:
- ერთ კალენდარულ წელს ყველაზე მეტი გოლის ავტორი: 91 გოლი 2012 წელს (79 “ბარსას” და 12 არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში;
- ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლის ავტორი: 82 გოლი 2011-12 წლების სეზონში;
- ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც ერთი წლის განმავლობაში მოიგო “ოქროს ბურთი”, ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული და “ოქროს ბურთი”.
- ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელი: 2009, 2010, 2011, 2012, 2015.
- ოქროს ბუცის ოთხგზის მფლობელი: 2010, 2011, 2013, 2017.
- “ბარსელონას” საუკეთესო ბომბარდირი: 602 შეხვედრაში 523 გოლი.
- არგენტინის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი: 61
- ანდრეს ინიესტასთან ერთად “ბარსელონას” შემადგენლობაში ყველაზე მეტი ტიტულის მფლობელი: 30.