“რეალის” თოთხმეტმა ვარსკვლავმა “აუდისგან” საჩუქრად ძვირი ავტომობილები მიიღო. ყველაზე ზეპური მანქანა კრიშტიანუ რონალდუს ერგო. მოგეხსენებათ, გერმანული საავტომობილო კონცერნი ესპანეთის ჩემპიონისა და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელის სპონსორია და ფეხბურთელებს ხშირად ჩუქნის ახალ მანქანებს.
რონალდუს რომელმაც ამ დღეებში ერთ-ერთი თავისივე რეკორდი მოხსნა, RS7-ის სპორტული ვერსია ხვდა. რეკორდი კი ასეთია: სამშაბათს მადრიდელებმა “აპოელთან” 6:0 გაიმარჯვეს, ექვსიდან ორი პორტუგალიელმა გაიტანა, რის შედეგადაც წლის განმავლობაში ,ჩემპიონთა ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობა 18 გაუხდა. ასეთივე მანქანა, ჩვეულებრივ მოქალაქეს 168 300 ევრო დაუჯდებოდა.
თუმცა, ყველაზე ძვირი მანქანა სერხიო რამოსს ხვდა. რბილი სახურავითა და შავი დისკებით გაწყობილი R8 Spyder-ის ფასი 225 ათასი ევროს ფარგლებშია.
რაკი ყველაზე ძვირი საჩუქარი ვახსენეთ, ყველაზე იაფიც ვთქვათ. თეთრი კუპე S5, რომლის ფასიც მხოლოდ 55 ათასი ევროა, ახალგაზრდა მარკო ასენსიოს ერგო.
“რეალის” თავკაცს, ზინედინ ზიდანს რონალდუს მსგავსი ავტომობილი, Rs6 Avant-ი გადასცეს.