შურისძიების წყურვილი მოიკლა პერუს ნაკრების მეკარე პედრო გაიესემ  და პერუელების მადლიც მოისხა  –  მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენილ ჩილეს სამაგიერო მიუზღო.

2015 წელს  პერუ  შინ  შესარჩევში   ჩილესთან დამარცხდა ( 3:4) და ნამატჩევს თურმე, ჩილელთა მეკარე კლაუდიო ბრავოს გასახდელში კედელზე  მიუწერია: “პატივისცემა !  აქ გაიარა ამერიკის ჩემპიონმა !”

ახლა, როცა პერუმ ახალ ზელანდიასთან  მოგებით  მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მიიღო, ჩილე  კი ჯგუფში ჩარჩა, პედრო გაიესემ  ბრავოს  მინაწერი გაუხსენა, ინსტაგრამზე ატვირთა და ხურდაშიც  ყურებამდე გაღიმებული „თავი“ მიაყოლა.

წილი
წინა სტატიაახალი საძმო — “მანჩესტერ სიტი”
შემდეგი სტატიასიამის ჭადრაკი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.