გარეთ ბეილის ქვისლი, 29 წლის ალექსანდერ უილიამსი მშობლების სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ეს მოხდა გასულ ოთხშაბათს ქალაქ პენარტში, კარდიფის ახლოს. ალექსანდერი კარდიფში მამის ავტოსალონში მუშაობდა.
ბეილის საცოლე ემა ესპანეთიდან სასწრაფოდ გაეშურა უელსში დასთან, კეიტთან, რომელსაც ალექსანდერისგან მეორე შვილი ცოტა ხნის წინ შეეძინა. უილიამსის გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ტრაგიკულმა ამბავმა შეცვალა ბეილის და ემას გეგმა – ისინი ქორწილისთვის ემზადებოდნენ.