პირველად 1958 წლის შემდეგ პირველად იტალია მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა. სამწუხაროა, მუნდიალმა დიდი გუნდი დაკარგა.
ეს ამბავი მილანის „სან სიროს“ სტადიონზე გაირკვა, სადაც მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონებმა შვედეთში წაგებული 0:1 ვეღარ გააბათილეს და ბევრი მცდელობის მიუხედავად საშინაო მოედანი უგოლოდ დატოვეს. მატჩი 0:0 დამთავრდა. იტალიელებმა სტუმრების კარისკენ ბურთი 19-ჯერ დაარტყეს; დროის 75 პროცენტი ბურთი მათ ჰქონდათ; მათვე მოაწოდეს 8 კუთხური, მაგრამ გოლი… გოლზე ბოდიში…
იტალიის რუსულ ოცნებასთან ერთად სავარაუდოდ დამთავრდა ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯან ლუიჯი ბუფონის და მწვრთნელ ჯამპიერო ვენტურას სანაკრებო კარიერაც.
აპენინელებს თავის დამშვიდბა ახლა მხოლოდ იმით შეუძლიათ, რომ შინ 1999 წლის შემდეგ ოფიციალური მატჩი არ წაუგიათ… არადა, რაც საათივით აწყობილ შვედეთთან მოხდა ერთი კონკრეტული მატჩის წაგებაზე გაცილებით უარესი იყო.