
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ვეტერანი კალათბურთელი პაატა გურასპაული ემზადება. მას განაცხადი უკვე მზად აქვს და ფედერაციის გამგეობას დასარეგისტრირებლად 15 ნოემბერს ჩააბარებს. პაატა გურასპაული ამჟამად სილქ ტვ-ის კალათბურთის რედაქციის რედაქტორიგახლავთ. ის ხელმძღვანელობს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირს, რომელის ორგანიზებითაც ტარდება თბილისის ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკის ბავშვებს შორის. თავის დროზე პაატა გურასპაული თბილისის „დინამოს“ გამთამაშებელი გახლდათ.
ცნობილია, რომ გურაპსაულის კონკურენტები ასევე ვეტერანი კალათბურთელები კახა შენგელია და შიო ხეცურიანი იქნებიან. ხოლო როდის გააკეთებენ ისინი ოფიციალურ განაცხადს, უცნობია. სხვა სავარაუდოდ კანდიდატებზე ჯერ არაფერი ისმის. ისიც შევიტყვეთ, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღბს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საარჩევნო კრება 11 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიარდში“ შედგება. იქამდე კი ცხადია, ფედერაციის გამგეობა შეიკრიბა და წესდებით განსაზღვრული ხმოსანი დელეგატების თანაფარდობა განსაზღვრა.
სუპერლიგაში მოასპარეზე კლუბები – 30%
რეგიონალური ფედერაციები -30%
საკალათბურთო სკოლები – 10%
დაბალ ლიგაში მოასპარეზე კლუბები – 5%
მსაჯთა კავშირი – 5%
მწვრთნელთა კავშირი – 5%
ვეტერანთა კავშირი -5%
ქალთა საკალათბურთო ორგანიზაციები -5%
მოთამაშეთა საკალათბურთო ორგანიზაციები და გაერთიანებები – 5%


