კრიშტიანო რონალდუს მეოთხე შვილი შეეძინა. გოგონას რომ ალანა მარტინას დაარქმევდნენ, წინასწარ იყო ცნობილი. დედა, ხეორხინა როდრიგესი თავს კარგად გრძნობს.
“დაიბადა ალანა მარტინა! — ტვიტერით ამცნო ქვეყანას პორტუგალიელმა, — თავს ყველანი ბედნიერად ვგრძნობთ”.
ახალშობილი გახლავთ რონალდუს პირველი შვილი, რომელიც სუროგატმა დედამ კი არა, ფეხბურთელის მეგობარმა გოგონამ, შეყვარებულმა თუ პარტნიორმა გააჩინა. ტყუპები, ევა და მატეო, პატარა ალანა მარტინაზე ხუთი თვით არიან უფროსები. კრიშტიანო უფროსი კი შვიდი წლისაა და ამთავითვე ავლენს ფეხბურთელის ნიჭს.