ის, რაზეც აქამდე მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საუბრობდა, ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაადასტურა. პრესკონფერენციაზე სლოვაკმა მწვრთნელმა თქვა, რომ…

ვლადიმირ ვაისი საქართველოში კიდევ ორი წელიწადი იმუშავებს

– დიახ, გადავწყვიტე, საქართველოს ნაკრებში კიდევ ორი წელიწადი ვიმუშავებ, რის შემდეგაც, ვიმედოვნებ, ჩემი საქმიანობა წარმატებულად შეფასდება.

შეგახსენებთ, სლოვაკი ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში 2016 წლიდან მუშაობს. მის ხელში ეროვნულმა გუნდმა მოიგო 3 შეხვედრა (სამივე – ამხანაგური), ფრედ ითამაშა 7 და წააგო 8 მატჩი. ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ჯგუფში 5 მატჩი ფრედ დაამთავრა, 5 წააგო და 6 გუნდს შორის მე-5 საფეხურს დასჯერდა. საინტერესოა, რომ არგენტინელი ექტორ რაულ კუპერის შემდეგ (6.25%) მოგებათა ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი სწორედ ვაისის გუნდს აქვს – 16.67%.

ასეთი შედეგის მიუხედავად, ვაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი კონტრაქტი შესთავაზა და აგერ, ისიც დათანხმდა. წარმატებები!