- აღარ ვიცი, რა ვიფიქრო?
- რატომ?
- მთელი სეზონი ვყვიროდი “იუვე”, “იუვე”, “იუვე” და რა გამოვიდა?
- სულელი ყოფილხარ.
- ჩირო რომ მომჯობინებულიყო, სხვანაირად არ იქნებოდა?
- ეგრე დი სტეფანო და ხენტოს რომ ეთამაშათ…
- კარგი, ერთი, „რეალი“ გუნდია?
- და „დორტმუნდი“?
- ამით რისი თქმა გინდა?
- ამით იმის თქმა მინდა, რომ „იუვენტუსს“ ერთი უცნაური თვისება აქვს. მოედანზე ხან თერთმეტი ზიდანია, ხან თერთმეტი დი ლივიო.
- და დელ პიერო?
- ძალიან მწყდება გული, რომ დელ პიერომ არ ითამაშა. მაშინ ხომ აღარ გექნებოდათ სალაპარაკო, „იუვეს“ ბალეშჩიკებს, დელ პიერო არ გვყავდა და იმიტომ წავაგეთო.
- დელ პიერომ როგორ არ ითამაშა. იქ არ იყო?
- სად?
- „ამსტერდამ არენაზე“.
- ტრიბუნაზე თუ იჯდა, არ ვიცი, და მოედანზე არ იყო.
- როგორ არა?
- მოიცა, მოიცა… გავიხსენო. არა, ის ტორიჩელი იყო. არა, არ უთამაშია.
- კარგი ერთი. თვალებში ნაცარს მაყრი?
- მე გაყრი თვალში ნაცარს? მე თუ მკითხავ, ლიპი გაყრის მაგ ნაცარს.
- რატომ?
- მესამე წელიწადია, გატყუებს. ზედიზედ სამჯერ გახვიდე და ვერ მოიგო?
- სამჯერ რატომ? ორჯერ. „აიაქსს“ ხომ მოუგეს?
- მაგათ თუ „აიაქსს“ მოუგეს, მაშინ შენ ნამუსი აღარ გქონია.
- აბა, ჰაინკესს აქვს ნამუსი?
- იმის ნამუსი მაინც აქვს, რომ ყოველ წელიწადს ფინალში არ გავიდეს და იქედან შერცხვენილი არ დაბრუნდეს. უკვე ფინალების ყურების მეშინია.
- რატომ?
- დამთავრდება და დაინახავ ლიპის. ცხვირ-პირი ჩამოსტირის, უჭირავს ის თავისი სიგარა და იყურება შორს. აღარ მოგბეზრდა?
- „იუვე“ გუნდი არ არის?
- „იუვე“ ჩემპიონია.
- მერე?
- მერე ფინალისტია.
- მერე?
- მერე დი ლივიოა, კონტეა, მონტეროა, ტორიჩელია, დეშამპია, აქ თავდება ბაზარი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ბაჯო “„ბოლონიაშია“.
- და გაზა?
- რა შუაშია გაზა?
- გაზას რომ ეთამაშა „იუვეში“, რა იქნებოდა?
- სერია B.
- რატომ?
- გაზა ხომ დავიდსი არ არის, დაეზარებოდა.
- ზიდანსაც ხომ ეზარება ხოლმე?
- ეჰ, ზიდანს გაზას როგორ შევადარებ. სად გაზა, სად ზიდანი.
- რა საკითხში?
- არ გინდა ეს პროვოკაციული შეკითხვები. საგაისოდ გაემზადე.
23.05.1998