საჩხერის „ჩიხურას“ ფეხბურთელები ბათუმიდან ბრუნდებოდნენ, როცა მათი მიკროავტობუსი, ხაშურთან, გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. მსხვერპლი არ არის. ლავიწის ძვალი გაიტეხა საჩხერელთა მცველმა შოთა კაშიამ, რომელსაც თბილისის ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს, რამაც კარგად ჩაიარა. ფეხბურთელის მდგობარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმის თქმით, კაშია მოედანს დაახლოებით ექვს თვეში დაუბრუნდება. მცირე ტრავმა მიიღო თავდამსახმელმა ბაჩანა ცხადაძემ, ვინც ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პირველად ახლახან ითამაშა. მიკროავტობუსში სულ რვა ფეხბურთელი იყო. ბათუმურ მატჩში საჩხერელებმა 2:1 იმარჯვეს.