გოლით, გონით და იუმორით ცნობილი გარი ლინეკერი კვალავაც ხუმრობის ხასიათზეა.
„კიდევ კარგი ზიდანმა არ იცის, რომ ჰარი კეინი ქარიმ ბენზემაზე უკეთესია, თორემ „რეალი“ მის ყიდვას შეეცდებოდა“ – თქვა ლინეკერმა „ტოტენჰემი“ – „ლივერპულის“ (4:1) მატჩის მერე, რომელშიც კეინმა დუბლი მიიწერა.
ფრანგი ფორვარდის განკითხვა ლინეკერმა გასულ კვირას, „რეალი“- „ტოტენჰემის“ მატჩის მერე დაიწყო, ბენზემას ვარსკვლავობას ტყუილად აბრალებენო. ზინედინ ზიდანმა ლინეკერის ნათქვამს სამარცხვინო უწოდა: „ სირცხვილია, რომ ფეხბურთის მცოდნე ხალხი ბენზემას ასე აფასებს.“
მთელი ეს ამბავი კი იმას მოჰყვა, რომ ბენზემა ამ სეზონში ორ გოლზეა გაჩერებული.
ფოტო marca-დან