„მეხეილ მესხზე“ და „დავით პეტრიაშვილზე“ ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება. 24 ოქტომბრიდან თბილისში ურთიერთობას იტალია, ლატვია, მონტენეგრო და საქართველო გაარკვევენ. ჩვენების მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გახლავთ, ვინც გუნდი 2017 წლის დასაწყისში ჩაიბარა და ჯერ ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 15 მატჩი ჩაატარა და შვიდი მოიგო. მოგებული თამაშების კვალდაკვალ [...]
ვის დასცინის გარი ჰარით ?
გოლით, გონით და იუმორით ცნობილი გარი ლინეკერი კვალავაც ხუმრობის ხასიათზეა. „კიდევ კარგი ზიდანმა არ იცის, რომ ჰარი კეინი ქარიმ ბენზემაზე უკეთესია, თორემ „რეალი“ მის ყიდვას შეეცდებოდა“ – თქვა ლინეკერმა „ტოტენჰემი“ – „ლივერპულის“ (4:1) მატჩის მერე, რომელშიც კეინმა დუბლი მიიწერა. ფრანგი ფორვარდის განკითხვა ლინეკერმა გასულ კვირას, „რეალი“- „ტოტენჰემის“ მატჩის მერე დაიწყო, ბენზემას ვარსკვლავობას ტყუილად აბრალებენო. ზინედინ [...]
ჩიხურა ხაშურთან გადარჩა 🎥
საჩხერის „ჩიხურას“ ფეხბურთელები ბათუმიდან ბრუნდებოდნენ, როცა მათი მიკროავტობუსი, ხაშურთან, გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. მსხვერპლი არ არის. ლავიწის ძვალი გაიტეხა საჩხერელთა მცველმა შოთა კაშიამ, რომელსაც თბილისის ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს, რამაც კარგად ჩაიარა. ფეხბურთელის მდგობარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმის თქმით, კაშია მოედანს დაახლოებით ექვს თვეში დაუბრუნდება. მცირე ტრავმა მიიღო თავდამსახმელმა ბაჩანა ცხადაძემ, ვინც ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პირველად ახლახან [...]
ნეიმარი ჯოჯოხეთში მოხვდა
რაც “ბარსელონადან” “პარი სენ ჟერმენში” გადავიდა, ასეთი კოშმარული საღამო ნეიმარს ჯერ არ ჰქონია. მარსელში (სადაც პარიზელებმა 2:2 ითამაშეს) მაყურებლის აგრესია იქამდე მივიდა, რომ როდესაც ბრაზილიელი კუთხურის ჩასაწოდებლად ტრიბუნასთან ახლოს მიდიოდა, მატჩის ორგანიზატორები დაცვას იხმობდნენ. როდესაც ესა თუ ის ვარსკვლავი პრინციპულ შეხვედრაში მონაწილეობს, მასპინძელი გუნდის გულშემატკივარი მის მიმართ ყოველთვის უარყოფითად არის განწყობილი, მაგრამ ნეიმარის შემთხვევაში მარსელელებმა [...]
ოხ, ეს ესპანელი მსაჯები!
ბოლო წლებში ესპანელი არბიტრების შეცდომებზე ბევრს ლაპარაკობენ. როგორც ჩანს, ევროპის ამ ქვეყანაში ფეხბურთის დონემ მსაჯობისას ძალიან გაასწრო. მაგალითად გასული უქმეები, ლა ლიგას მეცხრე ტურიც კმარა. შაბათს, “ბარსელონამ” “მალაგას” კარში პირველი გოლი (შეხვედრა დასრულდა 2:0) წესების აშკარა დარღვევით გაიტანა — ლუკას დინიემ ჟერარდ დეოულოფეუს საგოლე პასი მოედნის გარედან ჩააწოდა, რაც მსაჯებმა ვერ დაინახეს. კვირას, “რეალისა” და [...]
ორი წამი და მთავარი
თბილისის „დინამოს“ უფროსი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი: „მანუჩარ მაჩაიძის დარი კიდევ ერთი ნახევარმცველი რომ მომცა, ჩვენს გუნდს წინ ნამდვილად ვერაფერი დაუდგებოდა“. იტალიური საფეხბურთო კლუბის „ნაპოლის“ მწვრთნელები: „რაოდენ ბედნიერნი ხართ ქართველები, რომ გყავთ ისეთი უნივერსალური და უნიკალური ნახევარმცველი, საერთაშორისო კლასის ისეთი ბრწყინვალე დიდოსტატი, როგორიც არის „დინამოს“ კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძე. ჩვენი ხანგრძლივი საფეხბურთო პრაქტიკის მანძილზე იშვიათად შეგვხვედრია ისოდენ [...]





