ციურიხში, ფიფას შტაბბინაში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფების წილისყრა გაიმართა.ევროპულ ზონაში წილისყრის შედეგად გუნდები ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელის ფერნანდო იეროს ხელით ასე დაწყვილდნენ:
ჩრდ. ირლანდია – შვეიცარია
ხორვატია – საბერძნეთი
დანია – ირლანდია
შვედეთი – იტალია
პირველი მატჩები 9-11 ნოემბერს გაიმართება, საპასუხოები კი 12-14 ნოემბერს.
ამასთანავე, ზემოხსენენებულ რიცხვებში კიდევ ორი საპლეიოფო მატჩია: პერუ – ახალი ზელანდია და ავსტრალია – ჰონდურასი.
აფრიკის ზონიდან კიდევ 3 გუნდის ვინაობაა გასარკვევი. იქ შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურია დარჩენილი.
შეგახსენებთ, სადღეისოდ მუნდიალის მონაწილე 32 გუნდიდან 23-ს რუსეთის საგზური უკვე განაღდებული აქვს: რუსეთი , გერმანია, ესპანეთი, ინგლისი, საფრანგეთი, პორტუგალია, ბელგია, პოლონეთი, სერბეთი, ისლანდია (ევროპიდან), ბრაზილია, არგენტინა, ურუგვაი, კოლუმბია (სამხრეთ ამერიკიდან), ირანი, სამხრეთ კორეა, იაპონია, საუდის არაბეთი (აზიიდან), მექსიკა, კოსტა რიკა, პანამა (კონკაკაფიდან), ნიგერია, ეგვიპტე (აფრიკიდან).