ვერ გეტყვით რა კავშირშია კატალონიის რეფერენდუმთან და საერთოდ აქვს თუ არა პოლიტიკასთან რაიმე საერთო, მაგრამ ფაქტია, რომ დღეისათვის “ბარსელონა” სპორტის შვიდ სახეობაში ლიდერობს ესპანეთის ჩემპიონატს.

ფოტოები Marca-დან

ფეხბურთელთა გუნდი “ლა ლიგის” ცხრილის სათავეშია, შესაძლო 24-დან მხოლოდ ორი ქულა აქვს დაკარგული.

ხუთი ტურიდან ხუთივეში გაიმარჯვა ფუტსალის გუნდმა. დანარჩენ სახეობებში კი “ბლაუგრანა” ასე შთამბეჭდავად ვერ ლიდერობს, მაგრამ ბურთების სოლიდური ბალანსით მაინც პირველ ადგილზეა.

კერძოდ, ქალ ფეხბურთელთა გუნდს 18 შესაძლებლიდან 18 ქულა აქვს. ამდენივე აქვს მადრიდის “ატლეტიკოს”, მაგრამ კატალონიელებმა 27 გაიტანეს და მხოლოდ ერთი გაუშვეს, რაც უპირატესობა გახლავთ.

ბურთების ბალანსით ლიდერობს “ბარსელონა” კალათბურთისა და ხელბურთის ჩემპიონატებშიც. ორი ტურიდან ექვსი ქულა აქვთ როლერჰოკეისტებსა და ფრენბურთელებს.