… რა ამბავი იყო ატეხილი მაშინ „ბარსელონადან“ პესეჟეში ჩემ გადასვლაზე, გახსოვთ ?
2000 წელს „ბარსადან“ „რეალში“ ფიგუს გადასვლა, ჩემ გადასვლასთან შედარებით, საქველმოქმედო აქციად მოგეჩვენებოდათ, ისეთი დღე დამაწიეს.
არადა, მე ხომ „ბარსელონაში“ არასოდეს მითამაშია. მითამაშია კი არა, ქალაქ ბარსელონაშიც არასოდეს ვყოფილვარ. რა მესი, რის სუარესი, რა „კამპ ნოუ“… ესენი სახელებია თუ გვარები, ისიც კი არ ვიცი. მე ვიცი, რომ ვარ ნეიმარი, ძე ნეიმარისა. უნაი ემერი მახსენდება ახლა… უნაი ემერი ნეიმარი, ნეიმარი უნაი ემერი.
… და რეფერენდუმი როგორ დამთავრდა ნეტავ ?